წრის მუშაობის რეფლექსია


   სსიპ  ტყიბულის  #1  საჯარო  სკოლის   დაწყებითი  კლასების
მასწავლებელ  ქეთევან   ჭანტურიძის    ბუნებისმეტყელების  წრის
                            
              რ                 

    2017-  2018   სასწავლო  წლის  პირველ   სემესტრში   გადავწყვიტე 
შემექმნა   წრე  ბუნებისმეტყველებაში  სახელწოდებით:    მე  და  ბუნება“.
   გავითვალისწინე  მოსწავლეთა   საჭიროებები  და  ინდივიდუალური
შესაძლებლობები.   წრეში  14  მოსწავლე    ჩაერთო.  ბუნებისმცოდნეობის   შესწავლის  აქტუალურობიდან  გამომდინარე   სწავლების  დაწყებითი    საფეხურიდანვე  აუცილებელია  ბავშვმა   შეიყვაროს  ცოცხალი  და
არაცოცხალი  ბუნება,  გაუჩნდეს    მზრუნველი         დამოკიდებულება.
  შევადგინე  პროგრამა,  ვიცოდი,  რომ   ბევრი  სირთულის  წინაშე
აღმოვჩნდებოდი.   ესგ-  დან   გამომდინარე  შევარჩიე  საკითხები
კოგნიტური,  მოტორული  და  თანამშრომლობითი  უნარების
გასავითარებლად,  მცენარეთა   მრავალფეოვნების   გასაცნობად.
       პირველი  მეცადინეობიდან   როლური თამაშებით,   პრაქტიკული
სავარჯიშოებით  შევძელი  მოსწავლეთა  მოტივირება.  მსგავსება-განსხვავებების  პოვნით, გამოჭრით  , გაფერადებით  და   რესურსებით
წარმოვადგინეთ   ნამუშევრები  თემაზე:   „შემოდგომის   ფანტაზია“
პრეზენტაციის  საწყისი  უნარებით   მოსწავლეები  საუბრობენ  ნამუშევრების  შესახებ, რაც   საგაკვეთილო  პროცესში  დაგვეხმარა.
     ლოკალურ   გარემოში  დავაკვირდით   ფოთლოვან  და  წიწვოვან
მცენარეებს,  ლუპის   გამოყენებით  მოსწავლეებს  ვაჩვენე  ხის  წლიური
რგოლები.   მუშაობა  გავაგრძელეთ   საკლასო  ოთახში.   ისინი  იმეორებდნენ:  „რამდენი   წლისაა     ხე  ? “  გამოვიყენეთ  ბუკი.
საკლასო  ოთახში  გავაკარით    ბუნებაში  ქცევის  წესები  და
ჯგუფურად    დავხატეთ   :      გავუფრთხილდეთ  ბუნებას!“
    ამით  გამოვხატეს  საკუთარი  დამოკიდებულება  ბუნებისადმი.
შევისწავლეთ  ლექსები,   სეზონურ  ბუნებრივ  მოვლენებს დავაკვირდით   ბუკში. ასევე   დავაკვირდით ბუნებაში.
  მარტივი ექსპერიმენტით  აღმოვაჩინეთ  ჰაერი,  ამისთვის გამოვიყენეთ
მოსწავლეების  მიერ დამზადებული  მარაო,   ფერადი  ბუშტები,  რაც ძალიან  სახალისო  იყო.   შევაგროვეთ   მაკულატურა.
      ახალი   წლის  თემაზე  შევქმენით   აპლიკაციები,  ნახატები,
 რითაც  საკლასო  გარემო  უფრო მიმზიდველი  გახდა.
      დასახულ   მიზანს  მივაღწიე , მოსწავლეებმა  განივითარეს: 
  • ·        კოგნიტური  და  მოტორული  უნარები;
  • ·        თანამშრომლობა;
  • ·        აზროვნება,  ფანტაზია;
  • ·        საკუთარი  დამოკიდებულება  ბუნებისადმი;
  • ·        შეუძლიათ ორიენტირება ლოკალურ გარემოში.

 
 ვთანამშრომლობდი  კოლეგებთან,  ბიოლოგიის  პედაგოგთან.
     პატარების   აღქმა  თვალსაჩინო - ხატოვანია,   ამიტომ  უფრო
მეტი   რესურსის  შერჩევაა  საჭირო.   როლური  თამაშების  დროს
გამოირჩევიან  გადაჭარბებული  ემოციურობით,  მეტად  უნდა
ვიმუშაო მათი ქცევის  მა რთვის  საკითხზე   და იმაზე , როგორ
გამოიყენებენ  შეძენილ ცოდნას და  უნარებს.
   საკუთარი  საქმიანობის  გაუმჯობესებისთვის   საჭიროდ  მიმაჩნია
მოსწავლეებთან  მეტი  დიდაქტიკური   თამაში   შევიტანო,  მეტად
განუვითარო   შემოქმედებითი  უნარები.   ასევე  საჭიროა  ჯგუფური

მუშაობის დროს  მეტი  შეთანხმებული  მუშაობის  ჩვევები  გამოვუმუშაო
პატარებს,  მეტი  ბუნებრივი  რესურსი  გამოვიყენო,   რათა  მიღებული
ცოდნა  გამოიყენონ   პრაქტიკაში  და განვითარდნენ.




Комментарии

Популярные сообщения из этого блога

წრის მუშაობის ამსახველი მასალები

წრის სამუშაო პროგრამა