წრის მუშაობის ამსახველი მასალები
წრის პირველ მეცადინეობაზე მოსწავლეებს გავაცანი, რომ ჩვენს ირგვლივ მშვენიერი სამყაროა გადაშლილი . ამ სილამაზეს ერთად შევიგრძნობთ : დავაკვირდებით, დავაჯგუფებთ, გავაფერადებთ, შევქმნით. ამაში დაგვეხმარება ხელები. ვითამაშეთ „ჩემი ხუთი თითი“. ჯგუფებში შევასრულეთ კოგნიტური სავარჯიშო. ამით მოსწავლეთა მოტივირება შევძელი. წრის მე-2 მეცადინეობაზე ისეთი აქტივობები გამოვიყენეთ, რომლებიც დაგვეხმარება კოგნიტური (დაჯგუფება, მსგავსება- განსხვავება) მოტორული(გაფერადება , გამოჭრა) და ქცევითი ჩვევების გამომუშავებაში, (არ დააზიანო, გაუფრთხილდი, დაიცავი ჰიგიენის წესები). მოსწავლეებმა გააფერადეს და გააფორმეს ნამუშევრები. წრის მე-3 მეცადინეობაზე შემოდგომის ფერე...