წრის მუშაობის ამსახველი მასალები

წრის  პირველ  მეცადინეობაზე  მოსწავლეებს  გავაცანი, რომ ჩვენს ირგვლივ მშვენიერი
სამყაროა გადაშლილი .  ამ სილამაზეს  ერთად შევიგრძნობთ :   დავაკვირდებით, დავაჯგუფებთ,  გავაფერადებთ, შევქმნით.  ამაში  დაგვეხმარება ხელები.  ვითამაშეთ
„ჩემი ხუთი  თითი“.   ჯგუფებში შევასრულეთ  კოგნიტური  სავარჯიშო.

    ამით  მოსწავლეთა  მოტივირება  შევძელი.


წრის  მე-2   მეცადინეობაზე    ისეთი აქტივობები  გამოვიყენეთ, რომლებიც  დაგვეხმარება
კოგნიტური (დაჯგუფება,  მსგავსება- განსხვავება)  მოტორული(გაფერადება , გამოჭრა) და
ქცევითი  ჩვევების   გამომუშავებაში,  (არ  დააზიანო,  გაუფრთხილდი,  დაიცავი  ჰიგიენის წესები).
მოსწავლეებმა   გააფერადეს და    გააფორმეს  ნამუშევრები.


წრის მე-3  მეცადინეობაზე    შემოდგომის  ფერებზე  გავამახვილეთ  ყურადღება.
შევაგროვეთ  შემოდგომის  ფოთლები,   ვისაუბრეთ  ფოთოლცვენაზე.   მასალები  განვათავსეთ  საკლასო  ოთახში.
        მოსწავლეებმა  თავიანთი   ფანტაზიით  გააფორმეს  ნაკეთობები,  რომელიც
მივუძღვენით  იაკობ  გოგებაშვილის  დაბადების  დღეს -  27  ოქტომბერს  და   გააკეთეს
ნამუშევრების  წარდგენა ,   გულში  ჩაიკრეს  დედაენა.

წრის მე-4  მეცადინეობაზე  გავედით  ბუნებაში.  ლოკალურ  გარემოში  მოსწავლეები

დააკვირდნენ  სუფთა  და  დაბინძურებულ  გარემოს,  გავაცანი  ბუნებაში  ქცევის წესები.
შესაბამისი  წესები  გავაკარით  საკლასო  ოთახში.  მოსწავლეები   იცავენ  ქცევის  წესებს
საკლასო  ოთახში ,   დერეფანში, ეზოში. (სჭირდებათ  მითითებები)
   ლოკალურ  გარემოში   დავაკვირდით  ხის   წლიურ  რგოლებს,  გამოვიყენეთ  ლუპა,
  რამდენი   წლისაა   ხე?    ამას   ხალისით    არკვევდნენ.
მოსწავლეები  ინტერესით   აკვირდებოდნენ   და  ამბობდნენ: _   რამდენი   წლისაა ხე?
გამოვიყენეთ   საბავშვო   ენციკლოპედიის  მასალები.    წრის  წევრები  მიხვდნენ
დაახლოებით   რამდენი  წლისაა  ხე  და მეორე  დღეს  ბუონებისმეტყველების  გაკვეთილზე
ყველა  მოსწავლეს   ვაჩვენე  ლუპის   გამოყენებით  ხის   წლიური   რგოლები,  რამაც  დიდი
დაინტერსება  გამოიწვია.
                       ტყე   გვიცავს,  როცა  სიცხეა,
                       ტყე  გვიცავს, როცა  ქარია,
                       თუ   ტყე   ისევ   ტყედ   დარჩება
                       ცხრა   წყარო  აღარ    დაშრება.

მე-  5   მეცადინეობაზე     დაკვირვებით  აღმოვაჩინეთ,   რომ   ჩვენს   ირგვლივ   ჰაერია.
დავამზადეთ   მარაო,    გამოვიყენეთ   ფერადი  ბუშტები , რომელიც  გაბერეს  და  შემდეგ
ჰაერი   გამოუშვეს.   რამდენ   ხანს   გავძლებთ  უჰაეროდ?   შეიკავეს  სუნთქვა.
სახალისო  გარემოში   გავარკვიეთ, რომ   მცენარეები  ჩვენი  ჯანსაღი   ფილტვებია  და
უნდა  გავუფრთხილდეთ   ბუნებას.  შევქმენით    ნახატი    გავუფრთხილდეთ ბუნებას,“
რომელიც  გავაკარით   საკლასო  ოთახში.
  სულის   შებერვით პატარა   ფურცლები გადააადგილეს.
ამით   მოსწავლეებს   ჩამოუყალიბდათ   აზრი  რომ  ჩვენს   ირგვლივ   ჰაერია.
ეს   ექსპერიმენტით   ქაღალდის   მარაოს  გამოყენებთ    დავადგინეთ.
     რააც   ჩვენ   ვსუნთქავთ   ფილტვებით ,     ტყე  იმას   ამოისუნთქავს.

ერთობლივი  ნახატების  დახატვა   და  აპლიკაციები  ,   მე-6        მეცადინეობაზეც
გავაგრძელეთ.  როლური  თამაშები  და   პრეზენტაციები  ერთმანეთს  ენაცვლებოდა.
გამოვიყენეთ  ბუკი   სეზონურ  ბუნებრივ  მოვლენებზე   დასაკვირვებლად. მივაწოდე 
ინფორმაცია    ბუნების   დაცვის   მსოფლიო  ემბლემის   შესახებ  ,    რომელზეც  
გამოსახულია   პანდა.
     
  
მე--7   მეცადინეობაზე  მინდოდა      დავკვირვებოდი    რა       თანამშრომლობითი   უნარები  
განივითარეს   მოსწავლეებმა.  სიმულაციური   და   როლური   თამაშების  დროს  ზოგიერთი
ბავშვი   გამოირჩევა   გადაჭარბებული    ემოციურობით,     ხმაურით.    ბევრი   მუშაობა
მჭირდება  მოსწავლეთა ჩვევების   და   თვითრეგულაციის  უნარების  გასავითარებლად.
      გამოვიყენე    აქტივობა     ხეები,  ბუჩქები,   ბალახები“  საერთო  ნახატიდან  შეარჩიეს
და  დააჯგუფეს   ისინი.
  __   რა  განსხვავებაა  ხესა   და  ბუჩქს  შორის?
 _   რა  განსხვავებაა  ბუჩქსა  და   ბალახს   შორის?
 _    რა   განსხვავებაა     წიწვოვან    და   ფოთლოვან   მცენარეებს  შორის?    (შევაგროვეთ  ფოთლები  და     წიწვები)      ერთობლივად    დავხატეთ.
ამით    განუვითარდათ   თანამშრომლობითი    უნარები  და ვისაც   რა  შეეძლო  ის  გააკეთა
ჯგუფური   მუშაობის  დროს.


მე-8     მეცადინეობაზე    წარმოვადგინეთ:    მე  მიყვარს  ბუნება.
ჩვენ,   ადამიანები  ცოცხალი   ბუნების    ნაწილი    ვართ.   ბუნება    ახდენს  გავლენას
ჯანმრთელობაზე,   ამიტომ    უნდა  მოვუაროთ  ბუნებას,    არ  დავანაგვიანოთ,    არ  დავაზიანოთ,     მოვუაროთ    ყვავილებს.   დააკვირდნენ   საკლასო  ოთახში   განთავსებულ
და   ქუჩის   ურნებს.    გამოუმუშავდათ  ჩვევა:   ნაგავს    ათავსებენ   ურნაში. ვაჩვენე  ბუკლეტი   ბუნების   დაცვის   შესსახებ.    ( შემდეგში  ჩვენც  შევქმნით  ბუკლეტს)       
        „ტყეს   ნურავის     აჩეხინებთ    ყმაწვილებო    ჩემო.
          სოკოს,  მარწყვის,   წყაროს  წყალის    არ   დავკარგოთ   გემო“
            


მე-9    მეცადინეობის    მთავარი    კითხვები:
რა  ვისწავლე?    რა  უნარები  შევიძინე?    როგორ  გამოვიენებ?
  წრის  წევრებმა  შეძლეს კოგნიტური  და მოტორული   უნარ -ჩვევების  განვით არება,  რომლებსაც  გამოიყენებენ   საგაკვეთილო   პროცესში.
   ახალი  წლის   მოახლოებამ    შეგვიქმნა მოტივაცია   გაგველამაზებინა   საკლასო
გარემო   და   შეძენილი   უნარებით ,  ფანტაზიით ჯგუფურად  დაგვემზადებინა
ნაკეთობები,   რომლებიც    გამოვფინეთ  კლასში,    პრეზენტაციებიც  სახალისო   იყო.     
გადავიღეთ    სურათები.  
 ამით   წრის  მეცადინეობები  2017-2018სასწავლო     წლის   პირველ  სემესტრში  დასრულდა 
     წრის  მეცადინეობა  დასრულდა  პოზიტიური     აზრით:   ჩვენ  გვიყვარს  ბუნება
და  გავუფრთხილდებით მას.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

წრის მუშაობის რეფლექსია

წრის სამუშაო პროგრამა